28 ნოემბერი 2024,   08:30
ვრცლად
მდინარეების ადიდება და მეწყრული პროცესები - როგორი ამინდი იქნება 17 სექტემბერს საქართველოში

17 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.

ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში+22, +27, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +26, +31 გრადუსი იქნება.

თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +29, +31 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

დღის ამბები