28 ნოემბერი 2024,   08:42
ვრცლად
20 გასროლა, დაცხრილული ავტომობილები და ბრმა ტყვიით დაჭრილი 58 წლის ქალი - წყნეთში მომხდარი სისხლიანი გარჩევა

სისხლიანი დაპირისპირება წყნეთში - გასულ ღამით, შერვაშიძის ქუჩაზე მომხდარი ორმხრივი სროლის დეტალები დღეს ადგილობრივებმა "კურიერთან" გაიხსენეს.

ინცინდენტის შედეგად არიან დაჭრილებიც, მათ შორის ერთ-ერთი 60 წლამდე ქალია, რომელსაც ბრმა ტყვია მოხვდა.

როგორც წყნეთში მცხოვრები პირები ყვებიან, მათ 20-მდე გასროლის ხმა გაიგეს. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ, "კურიერის" კამერამ გადაიღო ტყვია, რომელიც სამართალდამცველებს ნივთმტკიცებად არ ჰქონდათ ამოღებული. ასევე, "კურიერმა" გადაიღო მასალაც, რაც დაპირისპირებულ მხარეებს შორის ორმხრივ სროლას ადასტურებს - წყნეთის პოლიციასთან გადაყვანილია 2 ავტომობილი, რომელსაც ათობით ნატყვიარი ეტყობა.

მომხდარზე ჯერ არავინ დაუკავებიათ. ამ დრომდე უცნობია კონფლიქტის მიზეზიც. 

 

დღის ამბები