28 ნოემბერი 2024,   08:40
ვრცლად
შემოდგომის პოლიტიკურ მარათონამდე 2 კვირაზე მეტი რჩება - კანდიდატები პრობლემების მოგვარების სხვადასხვა პირობას დებენ

სანამ მოქალაქეები საარჩევნო ყუთთან არჩევანს გააკეთებენ, მათი გულების მოგებას პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ცდილობენ.

თბილისში გრძელდება ერთიანი ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანია. ნიკა მელია დღეს ისნის რაიონის ამომრჩეველს შეხვდა და მათ სამომავლო პროექტები გააცნო. მასთან ერთად იმყოფებოდნენ ვიცე-მერობის კანდიდატი ზურა ჯაფარიძე და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ელენე ხოშტარია. მოსახლეობას ოპოზიციონერებმა მაჟორიტარობის საერთო კანდიდატიც წარუდგინეს.

თბილისის გარდა ოპოზიციონერი კანდიდატების საარჩევნო შეხვედრა იყო ზუგდიდშიც, სადაც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის მოსახლეობის პრობლემები ანზორ მელიამ მოისმინა. შეხვედრაზე ისაუბრეს ადგილობრივების პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე.

ამბროლაურში მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა ,"ევროპულმა საქართველომაც".

ამომრჩევლების პრობლემებს დღეს მმართველი პარტიის წევრებიც ისმენდნენ. მოსახლეობას "ქართული ოცნების" ბოლნისის მერობის კანდიდატი სოფელ ნახიდურში გოგი მეშველიანთან ერთად შეხვდა. ხვალიდან ისინი ამომრჩევლების ინფორმირებას კარდაკარის პრინციპით გააგრძელებენ.

შეხვედრა გაიმართა ეთნოგრაფიულ მუზეუმშიც, ამჯერად ახალგაზრდებს "ქართული ოცნების" თბილისის საკრებულოს ვაკის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ტყემალაძე ესაუბრა.

დღის ამბები