28 ნოემბერი 2024,   08:38
ვრცლად
განახლებული საავიაციო​ ანგარი - საქართველოს თავდაცვის ძალებს 4 ერთეული სუ-25-ის ტიპის სრულად მოდერნიზებული მოიერიშე შეემატა

სუ-25-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების საჩვენებელი ფრენა გაიმართა დღეს თბილავიამშენის ტერიტორიაზე.

ადგილზე მთავრობის მეთაური და თავდაცვის მინისტრი იმყოფებოდა. ავიაციის განვითარების პროექტი ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობის დროს დაიწყო და სწორედ ამ პროექტის ფარგლებში გაუმჯობესდა და სრულად აღიჭურვა თანამედროვე რადიოელექტრონული სანავიგაციო სისტემით მოერიშე თვითმფრინავები.

წლის ბოლომდე თავდაცვის ძალებს კიდევ 2 მოდერნიზებული მოერიშე თვითმფრინავი დაემატება.

ქვეყნის საავიაციო ანგარს 2 ახალი ვერტმფრენიც შეემატება.

დღის ამბები