28 ნოემბერი 2024,   08:42
ვრცლად
ცხოვრობდა, თუ არა "ქურდული სამყაროს" წევრობისთვის დაკავებულებიდან ერთ-ერთი ბერებთან - 11 კრიმინალური ავტორიტეტის საქმის დეტალები

"ტერტერა", "პაპლიკა", "წერტილა", "მღვდელოვიჩი" და სხვები - სპეცოპერაცია კრიმინალური ავტორიტეტების წინააღმდეგ.

დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შიდა ქართლში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 11 პირი დააკავა. 4 ადამიანის მიმართ კი დაწყეულია სისხლის სამართლებრივი დევნა.

ერთ-ერთი დაკავებულის დედა "კურიერთან" საუბარში ამბობს, რომ მის შვილს ნოდარ მუმლაძეს "ქურდულ სამყაროსთან" კავშირი არ აქვს და იგი მონასტერში ბერებთან ცხოვრობდა.

დაკავებული პირების ოჯახის წევრები უარყოფენ ქურდულ სამყაროსთან კავშირს.

საგამოძიებო ორგანო ავრცელებს ფარულ სატელეფონო ჩანაწერებს, სადაც ქურდული სამყაროს წევრების საუბარია ასახული. 

ჩანაწერში ნახსენებია ვინმე "ტერტერა". საუბარია 37 წლის "კანონიერ ქურდზე", იოსებ ტერტერაშვილზე. "კურიერის" ინფორმაციით, წარმოშობით გორელი ტერტერაშვილი ამჟამად ევროპაში იმყოფება და სწორედ იქიდან მართავდა "ქურდული სამყაროს" წევრობისთვის შიდა ქართლში დაკავებულ პირებს. იოსებ ტერტერაშვილი "კანონიერ ქურდად" 2018 წელს, კვიპროსში "მონათლეს".

დაკავებულ პირებს ბრალად ედებათ "ქურდული სამყაროს" წევრებისთვის მიმართვა და ქურდული სამყაროს წევრობა. უფრო კონკრეტულად კი, დანაშაულებრივი ჯგუფი ჩართული იყო ქურდულ გარჩევებში, სხვადასხვა ფინანსური დავების მოგვარებაში, ფულისა და ავტომანქანების გამოძალვაში.

დღის ამბები