"კურიერმა" გაარკვია, რომ ვერაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული სავარაუდოდ დაქირავებული ქილერია.
"რუსთავი 2-სთვის" ასევე ცნობილია მისი ვინაობაც, ვრცლად ამის შესახებ, 9 საათიან "კურიერში" მოგიყვებით.
მკვლელობა სავარაუდოდ ნიკა კვარაცხელიას მამის, ე.წ. კანონიერი ქურდის, გია კვარაცხელიას საქმიანობას უკავშირდება. "კურიერის" ინფორმაციით, მკვლელობის შეკვეთა სხვა ქვეყნიდან მოხდა.
საქმეში ასევე ფიგურირებს გია კვარაცხელიასთან დაპირისპირებული კიდევ ერთი კრიმინალური ავტორიტეტის ოჯახი.