28 ნოემბერი 2024,   08:46
ვრცლად
"გირჩი- მეტი თავისუფლების" წევრებმა სუს-თან "შკოდას" მარკის ავტომობილი დალეწეს 

პოლიტიკურმა პარტიამ "გირჩი - მეტი თავისუფლება" - სუს-ის შენობასთან პერფორმანსი მოაწყო. პარტიის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ, ვიცე-მერობის კანდიდატ ცოტნე კობერიძესთან და მაჟორიტარობის 2 კანდიდატთან, ბორის ყურუასა და ნიკა მოსიაშვილთან ერთად, უწყების შენობასთან მიიყვანა კუთვნილი, "შკოდას" მარკის ავტომობილი, შემდეგ კი დალეწა. 

მათი თქმით, "შკოდა" სუს-ის სიმბოლოა და სწორედ ამგვარად განადგურდება ის არჩევნების შემდგომ. 

პოლიციამ მაჟორიტარობის კანდიდატები, სავარაუდოდ, ხულიგნობის მუხლით დააკავა. როგორც "კურიერისთვის" გახდა ცნობილი, პოლიცია მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას ედავება, რასაც "გირჩი - მეტი თავისუფლებას" წარმომადგენლები კატეგორიულად უარყოფენ. 

ავტორი: ავთო გვასალია

დღის ამბები