უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი გაეროს ცალკეული ქვეყნების ინტერესების დაცვაში ადანაშაულებს.
აღნიშნული ბრალდება გაეროს მიერ ყირიმის პლატფორმის სამიტში მონაწილეობაზე უარის თქმას უკავშირდება.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, აღნიშნული ქმედება საერთაშორისო კანონმდებლობას არღვევს და ის პოლიტიკური მიზეზით არის განპირობებული.
როგორც დიმიტრი კულება ამბობს, ისინი აღნიშნულ საკითხს გაეროს ხელმძღვანელობასთან განიხილავენ.