28 ნოემბერი 2024,   08:35
ვრცლად
გიორგი გახარიამ ნარკოტესტი ავსტრიაში გაიკეთა

გიორგი გახარიამ ნარკოტესტი ავსტრიაში გაიკეთა - ამის შესახებ თბილისის მერობის კანდიდატმა ერთ-ერთ მედიასაშუალებასთან საუბრის დროს განაცხადა.

გახარიას თქმით, ნარკოტესტის შედეგს მიღებისთანავე გაასაჯაროებს, თუმცა მისი თქმით, ამას დიდი დრო დასჭირდება.

"გიორგი გახარიამ ნარკოტესტი ავსტრიაში, ერთ-ერთ ავტორიტეტულ, საერთაშორისო ლაბორატორიაში გაიკეთა. სამხარაულის ბიოუროსთან, ჩვენ ყველას გვექნება ალბათ კონტაქტი, ესენი ისეთი ტემპით მიდიან.

საუბარი არ არის იმაზე, რომ ჩვენი პარტია ბიუროს არ უცხადებს ნდობას, თუმცა, ამ კონკრეტული ბიუროს გამოყენებით გეგმავდნენ, გახარიას წინააღმდეგ პროვოკაციას,"- აცხადებს პარტია "საქართველოსთვის" წევრი ნათია მეზვრიშვილი.

ექსპრემიერის ეს განცხადება, მმართველ გუნდს დამატებით ეჭვებს უჩენს.

დღის ამბები