28 ნოემბერი 2024,   08:40
ვრცლად
გიორგი გახარიას პარტიაში არ გამორიცხავენ, რომ ფარული ჩანაწერების საქმეზე ალექსანდრე ხოჯევანიშვილი დააკავონ

გიორგი გახარიას პარტიაში არ გამორიცხავენ, რომ ფარული ჩანაწერების საქმეზე ალექსანდრე ხოჯევანიშვილი დააკავონ.

პარტია "საქართველოსთვის" მოითხოვს, საპარლამენტო საგამოძიებო კომისია შეიქმნას, რომელშიც სახალხო დამცველი და საერთაშორისო ექსპერტებიც მიიღებენ მონაწილეობას - სწორედ ამ მექანიზმით იმედოვნებენ საქმის ობიექტურ გამოძიებას.

"როგორც აღვნიშნეთ, როგორც ჩანს, მმართველი პარტიისთვის დღეს მთავარი და პრიორიტეტი არის ძალაუფლების შენარჩუნება, შესაბამისად არ გამოვრიცხავთ არაფერს. მაშინ როდესაც, მათ შორის ბუტა რობაქიძის საქმეზე საერთაშორისო სასამართლოს მიერ დაზარალებულად მიჩნეული ბატონი ბართაია, ჩვენი მხარდამჭერი ციხეშია - არაფერი არაა გამორიცხული," - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

 

დღის ამბები