სომალიში თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულებს შორის არიან როგორც სამხედროები, ისე სამოქალაქო პირები.
შემთხვევა მოგადიშუში სამხედრო ბანაკთან ახლოს მდებარე ჩაიხანაში მოხდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა "ალქაიდასთან" დაკავშირებულმა "ალ-შაბაბის" დაჯგუფებამ აიღო.