დღეიდან, ყოველ სამშაბათს, 22:00 საათზე "რუსთავი 2-ის" ეთერში CBS-ის ცნობილი შოუს ლიცენზირებული ქართული ანალოგი "the talk" შოუ იწყება.
სტეფანე მღებრიშვილი, რუსკა მაყაშვილი, ნატა ასათიანი, ნელი აგირბა და მარიამ სანოგო - 5 ყველაზე განსხვავებული და გამორჩეული წამყვანი ყველაზე აქტუალური და საინტერესო თემებით სწორედ "რუსთავი 2-ის" მაყურებლისთვის გაერთიანდნენ.
დღევანდელი გადაცემის თემა ქალთა მიმართ ძალადობას ეხება. გადაცემაში ასევე სოციალურ ექსპერიმენტსაც ნახავთ, რომელიც ნათლად აჩვენებს, თუ როგორ რეაგირებს საზოგადოება ძალადობაზე.