ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და სახელმწიფოს მოტყუებით დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე, ორი პირი დააკავეს.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, გაწერეს 3 მილიონ ნახევარი ლარის ღირებულების ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურები, რა გზითაც მათსავე კომპანიას შეუქმნეს ჯამში ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის ყალბი აქტივი.
უწყების ცნობით, საქმეზე გამოძიება გრძელდება და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.