28 ნოემბერი 2024,   08:40
ვრცლად
მსოფლიოს ქვეყნები ავღანეთის დასახმარებლად მილიარდ დოლარზე მეტის გამოყოფის პირობას დებენ

მსოფლიოს ქვეყნები ავღანეთის დასახმარებლად, საერთო ჯამში, მილიარდ დოლარზე მეტის გამოყოფის პირობას დებენ. ამის შესახებ ჟენევაში გაეროს გამართულ კონფერენციაზე გახდა ცნობილი.

გაეროს გენერალური მდივნის განცხადებით, ავღანეთი ჰუმანიტარული კრიზისის წინაშეა და ზამთრის მოახლოებასთან ერთად ბევრი ადამიანი შესაძლოა საკვების გარეშე დარჩეს.

ანტონიო გუტიერეში "თალიბანს" ჰუმანიტარული დახმარების მიმწოდებლებისთვის შეუფერხებელი წვდომისკენ მოუწოდებს.

დღის ამბები