კინოსამყაროს უძველესი ფესტივალი დასრულებულია - 78-ე წითელი ხალიჩა ვენეციაში, რომელიც თითქმის უკვე 8 ათეული წელია მასპინძლობს კინოინდუსტრიის ყველაზე ცნობილ სახეებს.
პანდემიის მიუხედავად, კუნძული ლიდო, ვენეციის კინოფესტივალს სრული მასშტაბით მასპინძლობდა.
კუნძული გამარჯვებულებთან ერთად უკვე დატოვეს ოქროს ლომებმა, რომლებიც კინემატოგრაფიაში განსაკუთრებული დამსახურებისთვის ამჯერად ორ პერსონას ერგო.
წლის მთავარი ჯილდოს მფლობელი კი, ფესტივალის ისტორიაში მხოლოდ მეექვსედ, ქალი რეჟისორი გახდა. პენელოპე კრუსი კი ისევ საუკეთესო მსახიობი ქალია.