28 ნოემბერი 2024,   08:47
ვრცლად
ესპანეთის სამხრეთი იწვის - ანდალუსიის რეგიონის 2000-მდე მცხოვრებს საკუთარი სახლის დატოვება მოუწია

ესპანეთის სამხრეთი იწვის. ანდალუსიის რეგიონის 2000-მდე მცხოვრებს საკუთარი სახლის დატოვება მოუწია. სტიქიის სიმძიმიდან გამომდინარე ხანძრის ჩაქრობაში სამხედროებიც არიან ჩართულები.

ადგილობრივების შეფასებით, ცეცხლი იმდენად მასიურია, რომ მათ მსგავსი სტიქია ჯერ ქვეყანაში არ უნახავთ.

მოსახლეობა გუშინ კიდევ 6 დასახლებიდან გაიყვანეს. ესპანეთში ბოლო დღეებში გაჩენილი ხანძრის შედეგად ერთი ადამიანია დაღუპული. ცეცხლის კერების ჩაქრობაში კი 41 ვერტმფრენი და 25 სამხედრო მანქანაა ჩართული.

დღის ამბები