28 ნოემბერი 2024,   08:34
ვრცლად
თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანილი 9 წლის ბავშვი - საქმის რა დეტალებს ყვება არასრულწლოვნის დედა

უფროსებს შორის დავის მსხვერპლი და მთავარი დაზარალებული 9 წლის ბავშვი - დღეს სასამართლომ არასრულწლოვნის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით, 49 წლის ქალს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებამდე, დაკავებული შეუძლოდ გახდა და იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული სისტემატურად ამცირებდა, ღირსებას ლახავდა და ოჯახის წევრების სოცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა 9 წლის გოგონას, რომლის გამოც ბავშვმა თვითმკვლელობა სცადა.

ბავშვის დედა ამბობს, რომ მუქარა დაახლოებით 5 თვის განმავლობაში გრძელდებოდა. 

მეზობლებს შორის ხანგრძლივი სამართლებრივი დავის მიზეზი საცხოვრებელი ფართი გახდა.

ბრალდებული ქალის ადვოკატი სასამართლოს ემოციური გადაწყვეტილების მიღებაში ადანაშაულებს. 

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 9 წლის ბავშვის თვითმკვლელობამდე მიყვანისთვის მეზობელ ქალს 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები