28 ნოემბერი 2024,   08:36
ვრცლად
მე-5 ტალღის სიძლიერე მოსახლეობის პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული - მარინა ენდელაძე

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, პიკის პერიოდში დამძიმებული პაციენტები ინტენსიური თერაპიის და რეანიმაციის განყოფილებებში ჯერ კიდევ რჩებიან.

"პროცენტულად მძიმე პაციენტების რაოდენობა საბედნიეროდ არ არის ბევრი, მაგრამ COVID-19 გახლავთ უპროგნოზო, არალოგიკური დაავადებაა, როდის რა ხდება, ცოტა რთული გასარკვევია ჯერ კიდევ, თუმცა მე ვერ ვიტყვი, რომ ძალიან მაღალია სიკვდილობა. ბევრ ინფიცირებულში ბევრი სიკვდილობაც იყო, რაც თანდათან შემცირდება,"-აღნიშნა ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსმა "დღის კურიერში" საუბრისას. 

მარინა ენდელაძის თქმით, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების მე-5 ტალღის სიძლიერე მოსახლეობის მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული.

"მე-5 ტალღა იქნება, მაგრამ მე გამოვთქვამ იმედს, რომ არ იქნება ისეთი ინტენსივობის, როგორიც იყო მე-4. აქ ძალიან ბევრი იყო ინფიცირებული. მეხუთე ტალღის ადვილად გადასატანად, აუცილებელია მასობრივი იმუნიზაცია. მეხუთე ტალღის სიძლიერე მოსახლეობის მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული. ძალიან ბევრი ცუდი მაგალითი გვაქვს და მგონია საზოგადოება მივიდა იმ აზრამდე, რომ აცრა და რეგულაციების დაცვა აუცილებელია,"- აღნიშნავს მარინა ენდელაძე.

დღის ამბები