28 ნოემბერი 2024,   08:31
ვრცლად
"ქართული ოცნება" - 49.7%, ენმ - 33.6% - მმართველმა პარტიამ რუსთავში ჩატარებული კვლევის შედეგები წარადგინა

"ქართული ოცნების" ერთ-ერთმა წევრმა შალვა პაპუაშვილმა ქ. რუსთავში პარტიის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები წარადგინა. 

მისი თქმით, კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 1405 ადამიანი, ხოლო ცდომილების მაქსიმალური ზღვარი 3%-ა.

"კითხვაზე, ხვალ რომ არჩევნები იყოს, რომელ პოლიტიკურ პარტიას მისცემდით ხმას, პასუხები ასე გადანაწილდა:

"ქართული ოცნება" - 49.7%

"ნაციონალური მოძრაობა" - 33.6%

"პატრიოტთა ალიანსი" - 3.5%

"საქართველოსთვის" - 3.3%

"გირჩი - მეტი თავისუფლება" - 2.7%

"ლელო" - 1.8%

"ლეიბორისტული პარტია" - 1.2%

სხვა პარტიები - 4.2%

რეიტინგების გათვალისწინებით, "ქართული ოცნების" შვიდივე მაჟორიტარობის კანდიდატი დამაჯერებლად იგებს არჩევნებს. შესაბამისად, რუსთავის საკრებულოს არჩევნები ამ შედეგებით რომ დასრულდეს, საკრებულოში პარტიებს შორის მანდატები ასე გადანაწილდებოდა:

"ქართული ოცნება" - 23 მანდატი;

"ნაციონალური მოძრაობა" - 10 მანდატი;

"პატრიოტთა ალიანსი" - 1 მანდატი;

საქართველოსთვის - 1 მანდატი.

კითხვაზე, ხვალ რომ რუსთავის მერის არჩევნები ტარდებოდეს, რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას, პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:

ნინო ლაცაბიძე - 53.5%

დავით კირკიტაძე - 36.8%

ბექა ლილუაშვილი - 3.5%

თორნიკე არევაძე - 2.6%

სხვა კანდიდატები - 3.5%

როგორც ხედავთ, ჩვენს კანდიდატს აქვს ძალიან კარგი შესაძლებლობა, არჩევნები პირველივე ტურში მოიგოს,"- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. 

დღის ამბები