28 ნოემბერი 2024,   08:49
ვრცლად
Sinopharm-ის პირველ დოზაზე რეგისტრაცია განახლდა

Sinopharm-ის პირველ დოზაზე რეგისტრაცია დღეიდან კვლავ შესაძლებელია. გარკვეული დროით აღნიშნული ვაქცინის დეფიციტის გამო, პირველ დოზაზე რეგისტრაცია შეჩერებული იყო.

ცნობისთვის, გუშინ საქართველომ sinopharm-ის ვაქცინის 100 000 დოზა წითელი ჯვრისგან საჩუქრად მიიღო.

Sinopharm-ზე რეგისტრაცია შესაძლებელია პორტალზე booking.moh.gov.ge.

ამასთან, ამავე ვებ-გვერდზე ვაქცინაციის მსურველებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ: Pfizer-ისSinovac-ისა და  AstraZeneca-ს ვაქცინებზე.

აღსანიშნავია, რომ დღეიდან ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარია იწყება.

 

 

 

დღის ამბები