28 ნოემბერი 2024,   08:37
ვრცლად
თუ გინდა დავნაძლევდეთ, ვერ გაბედავს ჩამოსვლას - ალეკო ელისაშვილი მიხეილ სააკაშვილზე

"მოქალაქეების" ლიდერის ალეკო ელისაშვილის მოსაზრებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არჩევნებამდე საქართველოში ჩამოსვლას ვერ გაბედავს, როგორც ეს ბოლო დროს რამდენჯერმე დააანონსა.

ელისაშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში აღნიშნა, რომ სააკაშვილის განცხადებები უძლიერებს ეჭვს, ხომ არ არის ის შეკრული მმართველ გუნდთან, რადგან მისი დაანონსებული ჩამოსვლა პირდაპირ "ქართული ოცნების" წისქვილზე ასხამს წყალს. 

"შანსი არაა, თუ გინდა დავნაძლევდეთ, რომ ვერ გაბედავს. სააკაშვილმა თვითმფრინავი რომ დაინახა, რა დაემართა, კი გახსოვთ. არ არის მაგის კაცი, რომ ასეთი რამ გაბედოს. გამოვრიცხავ ამ ამბავს. ძალიან უხერხულში ჩაიგდებს თავს.

თავისი მხარდამჭერების მობილიზება უნდა, ერთადერთი ეს დარჩა, რომ როგორღაც გაახუროს, რომ ჩამოვალ, ჩამოვალ, მაგრამ, იმდენად კარგი და არხეინი ცხოვრებით ცხოვრობს სააკაშვილი უკრაინაში, გამორიცხულია.

იქ იყო რაღაც თემები საღლიცინო, მაგალითად, პალტო რატომ იყიდაო და ა.შ. მაგრამ ყველამ კარგად ვიცით, რომ საქართველოს პარლამენტის წევრი ვალერი გელაშვილი დაიჭირეს და დაუნაყეს ცხვირ-პირი, კინაღამ მოკლეს ცემით. ეს გაკეთდა, რა თქმა უნდა, სააკაშვილის დავალებით და გააკეთა სპეცრაზმმა. ამის გამო პასუხი არ უნდა აგო? რომ გამოდიან და ამბობენ, ეს რა დანაშაულიაო, რომ დამიჭიროს ქუჩაში სპეცრაზმმა და ღარიბაშვილის დავალებით ცემაში მომკლას, ნორმალურია? ყველას უნდა შერჩეს? კობა დავითაშვილი ისე დაასახიჩრეს, რომ მთელი ცხოვრება ტკივილებით ცხოვრობდა და შემდეგ დაიღუპა კიდეც, გაიტაცეს და სცემეს, ეს ნორმალურია?

გამოვა ყოველი არჩევნების წინ, დააბრეხვებს რომ მოვდივარო, დაიძაბება "ქართული ოცნების" მხარდამჭერი და ზოგი, რომელსაც არ უნდა, რომ "ქართულ ოცნებას" მხარი დაუჭიროს, ისევ მიდის და შემოხაზავს 41-ს, რომ ოღონდ ის გადარეული არ დაბრუნდესო. პირწმინდად აგებს არჩევნებს 9 წელი, ჩვენ დავთვალეთ და 16-ჯერ წააგო "ნაციონალურმა მოძრაობამ" "ქართულ ოცნებასთან", ერთი რაიონიც ვერ მოიგო. ეჭვი გიჩნდება კაცს, რომ დასკვნა ვერ გამოიტანა? კაცი პრეზიდენტი იყო, იმდენი ჭკუა არ ჰყოფნის, რომ ვერ ხვდება, ასეთი რაღაც არ შეიძლება და პირიქით, კიდევ ერთხელ მოაგებინებს "ქართულ ოცნებას"?! მიღრმავდება აზრი, რომ უბრალოდ შეკრულია და ფულს იღებს ივანიშვილისგან,"-აცხადებს ალეკო ელისაშვილი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები