28 ნოემბერი 2024,   08:32
ვრცლად
იმედი მქონდა, გიორგი გახარია იქნებოდა პირველი, ვინც ამაში გამომყვებოდა - კახა კალაძე ნარკოტესტის ინიციატივაზე

თბილისის მოქმედი მერი და მერობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან" კახა კალაძე, მერობის კიდევ ერთი კანდიდატის, გიორგი გახარიას განცხადებას გამოეხმაურა და მას გაუგებარი უწოდა.

მანვე აღნიშნა, რომ არცერთ კანდიდატთან დებატებს არ გაურბის. 

"გაუგებარია, აბსურდული განცხადებაა. ნამდვილად არ შევალ ახლა პოლემიკაში, აზრი არ აქვს. დებატებთან დაკავშირებით თქვენს გადაცემაშიც ვიყავი მოწვეული და იქაც დავადასტურე ჩემი მზაობა, რომ მზად ვარ ვიდებატო, არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. თექვსმეტივე ერთად დაჯდეს, ცალ-ცალკე ნამდვილად არ არიან საინტერესონი. მე ყველას პატივს ვცემ, ჩემთვის რომელიმეს გამოყოფა არ იქნება სწორი. არაფრით არ განსხვავდება გიორგი გახარია ანა დოლიძისგან, რიჩარდისგან ან ნებისმიერი სხვა კანდიდატისგან, ისევე, როგორც ნიკა მელია ან თუნდაც სხვა.

მზად ვარ, ყველას დავუჯდე დებატებში. ტესტზე არაფერი განსაკუთრებული არ მითქვამს, ძალიან მარტივი გასაკეთებელი იყო ყველაფერი და იმედი მქონდა, რომ მხარს ამიბამდნენ და იმედი მქონდა, რომ გიორგი გახარია იქნებოდა პირველი, ვინც ამაში გამომყვებოდა. ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდა, ჩემი განვლილი ცხოვრებიდან გამომდინარე, არის ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი,"- აცხადებს კახა კალაძე. 

შეგახსენებთ, რომ კახა კალაძემ თბილისის მერობის ყველა კანდიდატს ნარკოტესტის ჩაბარებისკენ მოუწოდა. ამ დრომდე, ხსენებული ტესტი მხოლოდ მას აქვს ჩაბარებული.

ინიციატივის პასუხად, ყოფილმა პრემიერმა და თბილისის მერობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ დღეს განაცხადა, რომ ნარკოტესტთან დაკავშირებით მალე მედიას "საინტერესო ინფორმაციას" გაანდობს.

დღის ამბები