28 ნოემბერი 2024,   08:46
ვრცლად
ქარელში, შუახევსა და ლაგოდეხში პარტიის "საქართველოსთვის" რიგები დატოვეს

 

სხვადასხვა ოლქში გიორგი გახარიას პარტიიდან წევრების გადინება გრძელდება - ექსპრემიერის პარტია ამჯერად ქარელში, შუახევსა და ლაგოდეხში დატოვეს. 

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ვარდისუბანი-ცოდნისკარი-ჭიაურის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ბესიკ ბებრიშვილმა უკვე მიმართა საოლქო საარჩევნო კომისიას და კანდიდატურის რეგისტრაციიდან მოხსნა მოითხოვა.

რაც შეეხება შუახევს, აქ პარტია "საქართველოსთვის" სამმა წევრმა დატოვა. პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღეს: თამარ გუნდაძე - სიის მე-9 ნომერი, ხუსეინ ხიმშიაშვილი - სიის 11-ე ნომერი, მზევინარ დიასამიძე -  სიის 21-ე ნომერი. 
ქარელში კი პარტიაში საქმიანობის გაგრძელებაზე უარი თქვა ბრეძის მაჟორიტარმა და პროპორციული სიის წევრმა ვლადიმერ ვართასაშვილმა.

დღის ამბები