28 ნოემბერი 2024,   08:35
ვრცლად
პროკურატურამ შანაი ბრუკის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალი წარუდგინა

შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულ პირს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. რაფაელ მურსაკულოვი ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს და დანაშაულს არ აღიარებს. ბრალდებულის ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს გარდაცვლილთან კავშირი არ ჰქონია.

წინასწარი დაკავების იზოლატორთან უკვე მივიდა 33 წლის რაფაელ მურსაკულოვის ადვოკატი. სავარაუდოდ, ამ წუთებში უნდა დაიწყოს ბრალის წარდგენის პროცედურები. იზოლატორში შესვლამდე ადვოკატმა სოფო გოგლიჩიძემ მცირე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ბრალს ოფიციალურად უნდა გაეცნოს. 

"გამოკითხული არის იგი ერთხელ მოწმის სახით, ახლა გავეცნობი ბრალს ოფიციალურად რა კვალიფიკაცია აქვს მინიჭებული,“ - აცხადებს ადვოკატი.

პროკურატურის ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 30 ივლისს, დაახლოებით 16:00 საათზე, თბილისში, მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებული ყაჩაღურად, პირადი ნივთების დაუფლების მიზნით თავს დაესხა შანაი ბრუკი ედუარდსს. მურსაკულოვს 16-დან 20 წლამდე ან  ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

დღის ამბები