28 ნოემბერი 2024,   08:30
ვრცლად
DRI საარჩევნო სუბიექტებს წინასაარჩევნო კამპანიაში რელიგიით მანიპულირებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს

"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი" საარჩევნო სუბიექტებს წინასაარჩევნო კამპანიაში რელიგიით მანიპულირებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს. არასამთავრობო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ფაქტები უკვე გამოვლინდა.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, წინასაარჩევნო პერიოდზე აქტიურ მონიტორინგს განაგრძობენ.

"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი აკვრიდება წინასაარჩევნო პროცესში სასულიერო პირების ჩართულობას, ჩვენი დაკვირვების მიხედვით, ეს არის მანკიერი პრაქტიკა, რომელიც ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს. შეიძლება ესე პირდაპირ არ წარმოადგენს კანონდარღვევას, თუმცა კანონში მითითებულია, რომ რელიგიურ ორგანიზაციებს არ აქვთ უფლება წინასაარჩევნო კამპანიაში მიიღონ მონაწილეობა. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი გააგრძელებს დაკვირვებას და საზოგადოებას დაკვირვების შედეგების შესახებ კიდევ მოვახსენებთ,“ - აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია ”დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის” დირექტორის მოადგილე თამარ ხიდაშელი.

  

 

 

 

დღის ამბები