28 ნოემბერი 2024,   08:38
ვრცლად
"საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელი პირის ვინაობა ცნობილია

ყვარელში, "საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელი პირის ვინაობა ცნობილია. 

"კურიერის" ინფორმაციით, დაკავებულია თელაველი მზარეული, 1972 წელს დაბადებული შალვა მელიქიშვილი. 

ხელყუმბარით შეიარაღებულმა მამაკაცმა მძევლები დღის 4 საათისთვის აიყვანა. ორ საათში ყველა მძევალი გაათავისუფლა, მოგვიანებით კი თავადაც დააკავეს.

მანამდე თანამშრომელთა ნაწილმა შენობა ფანჯრიდან დატოვა, ბანკში დარჩენილი 15 მძევლის გათავისუფლების სანაცვლოდ კი, თავდამსხმელი ნახევარ მილიონს ითხოვდა.

 

 

 

დღის ამბები