28 ნოემბერი 2024,   08:48
ვრცლად
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები - იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე გენადი მაკარიძის კანდიდატურის შესახებ იმსჯელეს  

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებზე მსჯელობა ისევ გრძელდება. ამ მიზნით დღეს იურიდიულ კომიტეტზე სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელმაც გენადი მაკარიძის კანდიდატურის შესახებ იმსჯელა.

ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ კანონით გათვალისწინებული ყველა ნორმა უნდა დააკმაყოფილოს.

"ვაპირებ შევიჭვრიტო და დავაკვირდე ბატონი გენადი ასეთი რა კაცია, რომლის გამოც ამერიკა, ევროპა, დასავლეთი გადავიმტერეთ და კიდევ არ ვჩერდებით და ასეთი ადამიანი რომ აღმოჩნდა ჩვენს პარლამენტში, რომ შემოდის ჩვენს კომტიტეტზე და მისი მოსმენის ბედნიერება რომ გვაქვს, მე მინდა, რომ ამას ცოტა ხნით მაინც დავესწრო. ჩემი აზრით, თუ გენიოს მოსამართლეს იპოვი, მთელი სამყარო შეგიძლია გადაიმტერო ოღონდ ეს მოსამართლეები დანიშნო, როგორც ჩვენ ბატონი გენადი ვიპოვეთ,“ - აცხადებს იაგო ხვიჩია.

მმართველი გუნდის განმარტებით, ეს არის გამჭვირვალე პროცესი, რომელიც ყოველგვარი კანონდარღვევის გარეშე უნდა ჩატარდეს.  

"კომიტეტი განიხილავს ტექნიკური ხასიათის სამუშაო ჯგუფის შექმნას, რომელმაც უნდა უზრუნველყოს კანდიდატის დოკუმენტების შესაბამისობა კანონთან და კანონის მოთხოვნებთან და ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, გადავა, თუ ეს დაკმაყოფილდება და იქნება შესაბამისობაში კანდიდატის მიერ მოთხოვნები, ამის შემდეგ იქნება რა თქმა უნდა, გასაუბრების ეტაპი,“ - აცხადებს ალუდა ღუდუშაური.

დღის ამბები