28 ნოემბერი 2024,   08:39
ვრცლად
"საქართველოს ბანკის" ყვარლის ფილიალი უკვე ყველა მძევალმა დატოვა - ინფორმაციას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ავრცელებს

"საქართველოს ბანკის" ყვარლის ფილიალი უკვე ყველა მძევალმა დატოვა - ამის შესახებ ინფორმაციას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი შიოშვილი ავრცელებს. 

არსებული ინფორმაციით, პოლიციასა და თავდამსხმელს შორის მოლაპარაკება ამ დრომდე მიმდინარეობს, თუმცა, რის შესახებ, ამ დრომდე უცნობია. 

ყვარელში, "საქართველოს ბანკის" ფილიალში ხელყუმბარით შეიარაღებული თავდამსხმელი დაახლოებით ორი საათის წინ შეიჭრა. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელი ნახევრ მილიონს ითხოვდა, თუმცა ამის შესახებ ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.

 

დღის ამბები