ყვარელში "საქართველოს ბანკზე" თავდასხმის ფაქტზე შსს საგანგებო განცხადებას ავრცელებს - უწყების ინფორმაციით, ყვარელში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მობილიზებული არიან შს სამინისტრის თანამშრომლები.
პირველადი ინფორმაციით, "საქართველოს ბანკის" ფილიალში შეჭრილია შეიარაღებული პირი.
"თავდასხმის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე პოლიციის თანამშრომლებმა, მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია. ამჟამად ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები ატარებენ ყველა საჭირო და გადაუდებელ ღონისძიებას, ასევე მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები,"- აცხადებენ შსს-ში.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს - დაიცვან უსაფრთხოების ნორმები და დაემორჩილონ ადგილზე პოლიციელთა მითითებებს.