რუსეთში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 5-მდე გაიზარდა. შემთხვევის გამო 17-მა ადამიანმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო.
დაშავებულებს შორის არიან ბავშვებიც. აფეთქების დროს კორპუსის გარე კედელი ჩამოინგრა და 24 ბინა დაზიანდა.
ინციდენტი ქალაქ ნოგინსკში საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.