28 ნოემბერი 2024,   08:42
ვრცლად
კალაძესთან მისვლამდე 2 შეხვედრა შედგა - რას ამბობს ირაკლი კობახიძე გიორგი გახარიას შუამავალზე და თანხის მოთხოვნის საკითხზე

პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მისი ინფორმაციით, გახარია-კალაძის შეხვედრამდე შუამავლის მიერ იყო პირდაპირი მინიშნებები თანხასთან დაკავშირებით, რომლის გადახდის შემთხვევაშიც, გიორგი გახარია თბილისის მერობის არჩევნებზე საკუთრ კანდიდატურას არ დააყენებდა.

როგორც ირაკლი კობახიძე ამბობს, მას ამ ფაქტის დადასტურება შეუძლიათ, თუმცა ეს თემა უკვე აქტუალური აღარაა.

"თანხის მოცულობა შუამავლის მხრიდან დაკონკრეტებული არ ყოფილა, ანუ იყო მინიშნებები და მოსინჯვა ამ საკითხის. რაც შეეხება შუამავლის ვინაობას, არ იქნება ლამაზი ამის თქმა. მაგრამ კახი კალაძესთან შეხვედრამდე 2 დღის განმავლობაში, შედგა 2 შეხვედრა, სადაც იყო პირდაპირი მინიშნებები ამ თანხასთან დაკავშირებით. ამას მოჰყვა ზარი, მესიჯები და შემდეგ შედგა შეხვედრა.

ამის დადასტურება შეგვიძლია, იმიტომ რომ ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო მხარე, ვინც ესუბრებოდა შუამავალს, მაგრამ დღეს არ იქნება სწორი და დიდად არც არის ეს ყველაფერი აქტუალური, გამომდინარე იქიდან, რომ ბევრს ვსაუბრობთ ჯერ კიდევ გახარიაზე, მაშინ როდესაც  მისი ფაქტორი ყოველდღიურად უკვე კარგავს აქტუალობას და ამას ბოლო კვლევებიც აჩვენებს. პარტიული კუთხით მას აქვს უკიდურესად შემცირებული რეიტინგი და რომ ვაბობდით, ის დაადგებოდა ბურჭულაძიზაციის გზას, ეს ასე ხდება," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები