28 ნოემბერი 2024,   08:31
ვრცლად
მშიშარა ადამიანია... თუ ჩამოვა, უკეთესია, კანონი აღსრულდება - ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილზე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მას დიდი მოლოდინი არ აქვს იმისა, რომ ექსპრეზიდენტი დაბრუნდება, თუმცა თუ დაბრუნდა, კანონი აღსრულდება.

"ეს არის პირი, რომელიც არის მსჯავრდებული არაერთ დანაშაულში. მსჯავრდებულის ადგილი არის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. შესაბამისად, თუ ასეთი პირი შემოდის ქვეყანაში, მის მიმართ კანონი უნდა აღსრულდეს. ეს არის კანონის უზენაესობის ელემენტარული მოთხოვნა.

ზოგადად ვიცით, რომ მშიშარა ადამიანია, მას არ აქვს ასეთი გამბედაობა, ყოველთვის პოულობს ხოლმე გამოსავალს და აქედან გამომდინარე, ალბათობა მაინცდამაინც მაღალი არ არის. თუ ჩამოვა, უკეთესია, ამ შეთხვევაში კანონი აღსრულდება, რაც ვერ აღსრულდა წლების განმავლობაში და ეს იქნება უკეთესი ჩვენი ქვეყნისთვის," - აღნიშნა კობახიძემ.

დღის ამბები