28 ნოემბერი 2024,   08:32
ვრცლად
არ გვინახავს გაბრაზება, როცა ენმ 100 დღის განმავლობაში არ აწერდა ხელს შეთანხმებას - ირაკლი კობახიძე საერთაშორისო თანამეგობრობაზე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა სათანადოდ არ აღშფოთებულა იმ დროს, როდესაც შარლ მიშელის დოკუმენტს "ნაციონალური მოძრაობა" 100 დღის განმავლობაში ხელს არ აწერდა.

"ჩვენ არ გვინახავს შეწუხება და გაბრაზება, როდესაც 100 დღის განმავლობაში არ აწერდა ხელს "ნაციონალური მოძრაობა" და უხეში ფორმით ამბობდა უარს ამ შეთანხმების ხელმოწერაზე. ეს იყო შეცდომა მათი მხრიდან.

ჩვენ ასეთ ნაბიჯზე წავედით, ისე რომ ამის არავითარი საფუძველი ობიექტურად არ არსებობდა, გარდა ამ საბოტაჟისა, რაც იყო ნეგატიური მოვლენა ოპოზიციის მხრიდან. არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირმა თქვა, რომ არჩევნები არ გაყალბებულა, იყო თავისუფალი და კონკურენტული. არაფერი არ გვაძულებდა ჩვენ ამ შეთანხმების ხელმოწერას. ამის მიუხედავად ჩვენ შეთანხმებას ხელი მოვაწერეთ და მთავარი მხარე, ვინც უნდა ყოფილიყო ამ შეთანხმების ოპოზიციის მიმართულებით... პოლარიზაციის დასრულება იყო ამ შეთანხმების ამოცანა და თუ ჩვენ გვინდა დოკუმენტის საფუძველზე პოლარიზაცია დავასრულოთ, ბუნებრივია (პოლიტიკურად დაპირისპირებული) ორი მხარე უნდა აწერდეს ხელს. 100 დღის განმავლობაში რომ ერთი მხარე არ აწერს ხელს და შენ ხარ ერთადერთი მხარე, პოლარიზაციის დასრულება კი არის გამორიცხული, ასეთ დროს ჩვენ ალტერნარტივა არ დაგვრჩა. ერთადერთი ულატრნატივო გადაწყვეტილება იყო შეთანხმების ანულირება," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ "ღამის კურიერის" ეთერში საუბრისას და აღნიშნა, რომ გაუგებარი იყო, როდესაც დოკუმენტის ანულირების შემდგომ პარტნიორების ენმ-ის ხელმოწერას მიესალმნენ. 

დღის ამბები