28 ნოემბერი 2024,   08:48
ვრცლად
"მოვდივარ"... "ჰამოვიდეს"! - მიხეილ სააკაშვილის ცნობილი წინასაარჩევნო დაპირება და შეფასებები მე-3 პრეზიდენტის დაბრუნების მორიგ ანონსზე

პირობას, რომელსაც ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თითქმის ყველა არჩევნების წინ გასცემს მმართველი პარტია ამჯერადაც იუმორით პასუხობს. სააკაშვილის გეგმები მათთვის არასერიოზულია, დარწმუნებულები არიან, რომ თუკი, ყოფილი პრეზიდენტი საქართველოში ჩამოვა მას შესაბამისი უწყებები აეროპორტშივე დააკავებენ.

სააკაშვილს რიტორიკას უწუნებენ ოპოზიციაშიც. ოპონენტებს, ერთის მხრივ, ესმით მისი სურვილი დაბრუნდეს საქართველოში, თუმცა, მეორეს მხრივ, ამბობენ, რომ მსგავსი განცხადებები წინასაარჩევნო პერიოდში ოპოზიციას აზიანებს. 

კონკრეტულად როდის და რა ფორმით აპირებს მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნებას? - უცნობია მისი თანაპარტიელებისთვისაც, რომლებიც დეტალურ ინფორმაციის მიღებას სწორედ ექსპრეზიდენტისგან ელოდებიან. 

"ნაციონალური მოძრაობის" ბრალდებები სააკაშვილის დაბრუნების შიშთან დაკავშირებით ღიმილს იქცევს "ქართულ ოცნებაში," სადაც განმარტავენ, რომ ექსპრეზიდენტის განცხადებები მათთვის მხოლოდ დამატებითი ელექტორატის მოზიდვის საშუალებაა.

ექსპრეზიდენტმა საქართველოში დაბრუნება ამჯერად გუშინ, ფეისბუქის საშუალებით დააანონსა. 

დღის ამბები