ტურიზმი პანდემიის დროს - მხოლოდ წელს, საქართველოში მილიონზე მეტი მოგზაური შემოვიდა. ქვეყნის აეროპორტები იმდენსავე თვითმფრინავს ემსახურება, რამდენსაც 2019 წლის ყველაზე აქტიურ პერიოდში.
პარალელურად, დედაქალაქის სასტუმროებისა და რესტორნების პერსონალის 80% უკვე სრულად ვაქცინირებულია, რაც დამატებით უსაფრთხო გარემოს ქმნის ტურიზმის განვითარებისთვის.
ეკონომიკის სამინისტროს მოლოდინები პოზიტიურია. მათი თქმით, ტურისტების მზარდი ტენდენცია შენარჩუნდება. ამისათვის არსებობს, როგორც რესტორნების, ასევე სასტუმროების სექტორის მზაობა. ყველაფერი კი დამოკიდებულია მასობრივი იმუნიზაციაზე.