28 ნოემბერი 2024,   08:47
ვრცლად
რა ახალი საკონსტიტუციო ცვლილებებით იმოქმედებს შემდეგი 2 მოწვევის პარლამენტი - საშემოდგომო სესიის პირველი ხმაურიანი დღე

საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტმა, პირველი მოსმენით, თვითმმართველობის არჩევნებამდე 25 დღით ადრე მიიღო და ისე დაამტკიცა, რომ გენერალური პროკურორის არჩევის საკითხი ღია დარჩა.

რამდენი ხმით უნდა დამტკიცდეს ქვეყნის მთავარი მბრალდებელი? - ანულირებულად გამოცხადებული დოკუმენტის ეს პუნქტი - საშემოდგომო სესიის პირველივე დღეს პოლიტიკური დებატებისა და მწვავე ურთიერთბრალდებების თემა გახდა. ცვლილებებს მხარი დაუჭირეს, თუმცა ოპოზიციონერი კანონმდებლობისთვის მმართველი გუნდის არგუმენტები გაუგებარი დარჩა. 

ოპონენტებს "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ საპარლამენტო ტრიბუნიდან შეახსენა, რომ შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირების პირობებში საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობა მხოლოდ მათი კეთილი ნებაა იყო. ირაკლი კობახიძემ გენერალური პროკურორის არჩევის წესის ცვლილებას სამართლებრივი ნონსენსი უწოდა და კოლეგებს ისიც განუმარტა, თუ რატომ დათანხმდა "ქართული ოცნება" პოლიტიკური დიალოგის მიმდინარეობს დროს ევროპული მედიაციით შედგენილ დოკუმენტში ამ პუნქტის გაჩენას. 

საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის დრო ოპონენტებმა მმართველი გუნდის ლიდერები შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირების გამო არაერთხელ მწვავედ გააკრიტიკეს და ისინი საგარეო ვექტორის ცვლილებაში საპარლამენტო ტრიბუნიდან დაადანაშაულეს.

პირველი მოსმენით მიღებული კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტის მიხედვით, 2 საპარლამენტო არჩევნები  2%-ანი ბარიერით - პროპორციული სისტემით უნდა ჩატარდეს, პარლამენტში კი ფრაქციის შესაქმენლად წევრთა რაოდენობა 7-დან 4-მდე შემცირდეს.

ცვლილება კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში აისახა, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი ნორმები დროებითი ხასიათის იქნება და მომდევნო ორი პარლამენტისთვის იმოქმდებს.

დღის ამბები