28 ნოემბერი 2024,   08:37
ვრცლად
რა შეზღუდვები იხსნება და რომელი რეგულაციები რჩება ძალაში - როგორი ეპიდვითარებით ხვდება ქვეყანა მე-5 ტალღას

საკოორდინაციო საბჭომ დღეს სხდომაზე ეპიდემიოლოგიური რისკები განსაზღვრა და შეზღუდვების ნაწილი გააუქმა.

13 სექტემბრიდან მუნიციპალური ტრანსპორტი მთელი საქართვლოს მასშტაბით ამუშავდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ორშაბათიდან მოქალაქეები ავტობუსებით, მიკროავტობუსებით და მეტროთი გადაადგილებას შეძლებენ, თუმცა პანდემიის რისკებიდან გამომდინარე ძალაში ისევ რჩება ღია და დახურულ სივრცეში პირბადის ტარების აუცილებლობა. მასშტაბური ღონისძიებების გამართვა კი, კვლავ მკაცრად გაკონტროლდება.

გარკვეული რეგულაციების დაცვა მოქალაქეებს ჯერ კიდევ დიდხანს მოუწევთ. განსაკუთრებით საყურადღებოა საქართველოს მასშტაბით რეანიმაციულ განყოფილებებში მძიმე პაციენტების რაოდენობა, რომელიც 1500-მდეა და მათ შორის 400 -ზე მეტი ხელოვნურ ვენტილაციაზეა. საგანგაშოა ქვეყანაში ორსულთა ინფიცირების მაჩვენებელიც. გამოსავალი ფეხმძიმეების დროული ვაქცინაციაა.

აცრების ტემპის გააქტიურება იყო ასევე მთავარი საკითხი დღევანდელ სააკორდინაციო საბჭოს სხდომაზე. არსებული მონაცემებით ვაქცინაციის პირველ დოზაზე რეგისტრაციის ტემპი შემცირებულია. პასუხისმგებელი უწყებები ამბობენ, რომ ოჯახის ექიმის როლი კიდევ უფრო გააქტიურდება და ისინი ინდივიდუალურ კონსულტაციებს გამართავენ პაციენტებთან.

კოვიდსტატისტიკის პარალელურად სააკორდინაციო საბჭო აქტიურად განიხილავს გარკვეულ ადგილებში სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში განახლების საკითხს. საუბარია იმ რეგიონებზე, სადაც ვირუსის გავრცელების ინდექსი 4% -ს ჩამოცდება. არ არის გამორიცხული კონსულტაციების დასრულების შემდეგ 300-ზე მეტ საჯარო სკოლაში ოქტომბირდან სწავლამ საკლასო ოთახებში გადაინაცვლოს.

დღის ამბები