28 ნოემბერი 2024,   08:47
ვრცლად
როგორია კოვიდინფიცირებული ჩვილი ტყუპების ჯანმრთელობის მდგომარეობა - ექიმის განმარტება

კვლავ მძიმე რჩება კოვიდდადებითი ტყუპების ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლებიც ქუთაისში,  "ბომონდის" რეანიმაციულ განყოფილებაში არიან მოთავსებულნი.

როგორც მკურნალი ექიმი აცხადებს, ტყუპები 28 კვირის ორსულობაზე დაიბადნენ. მისივე თქმით, ორივეს ფილტვი კოვიდური პნევმონიით სრულად არის მოცული და მთელი განყოფილება იბრძვის ტყუპების გადასარჩენად.

ტყუპები, რომლებიც მხოლოდ 20 დღის არიან, მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან. 

დღის ამბები