28 ნოემბერი 2024,   08:30
ვრცლად
აღინიშნა, რომ საქართველო აშშ-ს ყველაზე სანდო პარტნიორია რეგიონში - დავით ზალკალიანი კონგრესმენებთან შეხვედრაზე  

კონგრესმენთა დელეგაცია საქართველოში ვიზიტს განაგრძობს. 5 ამერიკელ კანონმდებელს დავით ზალკალიანი სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში შეხვდა. ოფიციალური ინფორმაციით, მხარეებმა სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები და ქვეყნებს შორის არსებული მტკიცე თანამშრომლობა განიხილეს.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე, ვაჭრობისა და ეკონომიკის მიმართულებით პარტნიორობაზე.

"ეს კონგრესმენები არიან საქართველოს დიდი მეგობრები და კონგრესმენები, რომლებმაც მხარი დაუჭირეს უპრეცედენტო საკანონმდებლო ინიციატივას, საქართველოს მხარდამჭერი აქტის სახელით, რომელიც არის ჩვენი საზოგადოებისთვის ცნობილი. აღინიშნა, რომ საქართველო არის ამერიკის ყველაზე სანდო პარტნიორი და დასაყრდენი რეგიონში. კიდევ ერთხელ მივიღე რწმუნება, რომ ისინი მომავალშიც გააგრძელებენ საქართველოს მხარდაჭერას," - აცხადებს დავით ზალკალიანი.

 

დღის ამბები