28 ნოემბერი 2024,   08:31
ვრცლად
პარლამენტმა პირველი მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებები მიიღო

160 ხმით არც ერთის წინააღმდეგ - საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო. კენჭისყრა საკანონმდებლო ორგანოში რამდენიმე წუთის წინ შედგა. 

საკონსტიტუციო ცვლილებების შესაბამისად, მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტში საარჩევნო ბარიერი 5-დან 2 პროცენტამდე მცირდება. იცვლება ფრაქციების დაკომპლექტების წესი და მას შვიდის ნაცვლად, ოთხი დეპუტატი შექმნის.  

უმრავლესობის ინიციატივით, პროექტს იმ პუნქტის გარეშე ეყარა კენჭი, რომელიც გენერალური პროკურორის კვალიფიციური უმრავლესობით - პარლამენტის სრული შემადგენლობის სამი მეხუთედით არჩევას ითვალისწინებს.

ძალაში დარჩება მოქმედი ნორმა, რომლის გათვალისწინებითაც, გენერალურ პროკურორს პარლამენტი ირჩევს ექვსი წლის ვადით, 76 დეპუტატის მიერ. ცვლილება კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში აისახება. ახალი ნორმები დროებითი ხასიათის იქნება და მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტისთვის იმოქმედებს.

 

დღის ამბები