28 ნოემბერი 2024,   08:32
ვრცლად
ვის შეეძლება ვაქცინაციის წამახალისებელ გათამაშებაში მონაწილეობა - ლატარიის ჯამური საპრიზო ფონდი 2 მილიონი ლარია

ორშაბათიდან ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარია დაიწყება. ჯამური საპრიზო ფონდი 2 მილიონ 800 ათასი ლარია. გათამაშება იქნება ყოველდღე, წლის ბოლომდე. სიახლის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამოცხადდა.

ლატარიაში ავტომატურად ჩაერთვებიან ერთჯერადად ან ორჯერადად აცრილი პირები. 

"ლატარია გაიმართება 2021 წლის 13 სექტემბრიდან და ამ გათამაშებაში მონაწილეობას მიიღებს როგორც 13 სექტემბრამდე პირველადად აცრილი მოქალაქე, ისე 13 სექტემბრის შემდეგ. გათამაშება ჩატარდება ყოველდღიურად, ყოველკვირეულად და გაიმართება, ასევე, შემაჯამებელი გათამაშება 2021 წლის 31 დეკემბერს. ყველაზე მცირე პრიზი გათამაშდება 100 ლარი, ხოლო ყველაზე მაქსიმუმი იქნება - 100 ათასი ლარი. მომხმარებელს გათამაშების შედეგები შეუძლია იხილოს stopcov.loto.ge-ზე,"- აცხადებს საქართველოს ლატარეის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი ან ხუციშვილი.

დღის ამბები