28 ნოემბერი 2024,   08:45
ვრცლად
ხმელეთით, ჰაერით წავიდეთ ყველა ერთად - მიხეილ სააკაშვილი არჩევნებზე საქართველოში ჩამოსვლას აანონსებს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვიდეო-მიმართვას ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ საქართველოში აპირებს ჩამოსვლას და, იმედი აქვს, რომ ქართველი ხალხი მას პატიმრობაში არ დატოვებს. 

მან, ასევე, აღნიშნა, რომ თუ არჩევნები გაყალბდება, ქართველი ხალხი ამას არ უნდა შეეგუოს და "უნდა შეუბრუნოს მათ ხელი".

"ჩვენ ყველა ერთად არ მივცემთ ივანიშვილს  საშუალებას, გაგვიმეოროს ერთი და იგივე ტრიუკი, თავისი ვითომ საარჩევნო კამპანიით, მერე გაყალბებით, გადაწერებით, საქართველოდან გასული ხალხის პირადობის მოწმობების გამოყენებით. ის ამ ყველაფერს იზამს, რა თქმა უნდა, იზამს, მაგრამ ამჯერად, ჩვენ ამ ყველაფერს უნდა გავცეთ პასუხი, ჩვენ უნდა ვისწავლოთ პასუხის გაცემა, ჩვენ უნდა შევუბრუნოთ მათ ხელი - თუ ისინი გადავიდნენ ძალადობაზე. ჩვენ არ გვინდა არეულობა და ძალადობა, მაგრამ ჩვენ ასევე გვინდა მომავალი და არ გვინდა, რომ ჩვენზე ძალადობდეს ვინმე, გვანადგურებდეს და ჩვენ ამას წყნარად შევხვდეთ, რადგან ჩვენ ვართ ქართველები და ჩვენ გვაქვს ღირსება და სიამაყე და ჩვენ გვინდა ადამიანური ცხოვრება.

პირადად მე ჩავალ ამ არჩევნებზე საქართველოში და მინდა მოვუწოდო უცხოეთში მყოფ ყველა თანამემამულეს - ვისაც გაქვთ ამის საშუალება, არჩევნების დღეებში აიღეთ შვებულება, გადადეთ ამისთვის თქვენი დრო, საშუალებები და ვისაც როგორც შეგიძლიათ ჩასვლა - ხმელეთით, ჰაერით, - წავიდეთ ყველა ერთად საქართველოში.

თქვენ იცით, რომ ჩემ წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, რომელსაც არ ცნობს მსოფლიოში არცერთი ქვეყანა - მე დავდივარ ყველგან, მათ შორის, საქართველოს მეზობელ ქვეყნებში, მიღებენ ყველაგან და არსად, არასდროს, არავის კითხვები არ უჩნდება იმ ე.წ. სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით, რომელიც ჩემზე აღძრული საქართველოში. ეს არის დადასტურება იმისა, რომ ეს საქმეები არის გაყალბებული და აბსოლუტურად საფუძველმოკლებული.

მაგრამ მე არც მათი დაპატიმრების მეშინია. რადგან დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი გაითავისუფლებს საკუთარ თავსაც და გამათავისუფლებს მეც, მე არ მეშინია ჩემი ბედი გადავცე ქართველი ხალხის ხელში. ამასთან, მე მინდა ვუთხრა ყველას, რომ არანაირი რევანში არ იქნება - ჩვენ უნდა დავასრულოთ რევანშები და ერთსა და იმავე წრეზე სიარული, მაგრამ ამასთან, მინდა გითხრათ, რომ ივანიშვილი მოიტანს უკან ყველა მოპარულ კაპიკს, ის აუნაზღაურებს თითოეულ ქართველს იმ ზარალს, რომელიც მიაყენა,"-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

დღის ამბები