28 ნოემბერი 2024,   08:38
ვრცლად
საჰაერო მიმოსვლა საქართველოში 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის 90%-ით აღდგა

საქართველოში საჰაერო მიმოსვლა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის 90%-ით აღდგა - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე განაცხადა. მარიამ ქვრივიშვილი ტურიზმის და ავიაციის სექტორებში მომუშავე ასოციაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

"დღეს ჩვენ შევაჯამეთ გასული 8 თვე ტურიზმის და ავიაციის სექტორში. მოგეხსენებათ, რომ კოვიდ-პანდემიასთან ერთად, ამ ინდუსტრიების აღდგენა საკმაოდ რთული ამოცანაა, თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ კერძო სექტორთან და ჩვენ გუნდთან ერთად საკმაოდ შთამბეჭდავი ციფრები გვაქვს გათვალისწინებით კოვიდ-პანდემიისა. გამოკვეთილია ავიაციის აღდგენისა ძალიან შთამბეჭდავი ტემპი, რომელიც აღიარებულია საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან," - აცხადებს მარიამ ქვრივიშვილი. 

 

დღის ამბები