მსახიობი ჟან პოლ ბელმონდო გარდაიცვალა. ფრანგული თეატრისა და კინოს ლეგენდა 88 წლის იყო.
ბელმონდო 1933 წლის 9 აპრილს პარიზის გარეუბანში, ნეილი-სურ-სეინში დაიბადა. მსახიობმა მსოფლიო პოპულარობა 1958 წელს, ჟან-ლუკ გოდარის ფილმში "ბოლო ამოსუნთქვაზე" მონაწილეობით მოიპოვა.
1959 წელს ბელმონდომ ვიტორიო დე სიკას ფილმ "ჩოჩარაში" შესრულებული როლისთვის "ოსკარი" მიიღო. ბელმონდოს ათობით როლი აქვს შესრულებული თეატრსა და კინოში, თუმცა 2001 წელს, ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა - ინსულტის გადატანის გამო თეატრსა და კინოს დროებით გამოეთიშა.