ლუკაშენკოს წინააღმდეგ მასობრივი ქუჩის საპროტესტო აქციების ერთ-ერთ ლიდერს, მარია კოლესნიკოვას, 11 წლიანი პატიმრობა მიესაჯა.
კოლესნიკოვასა და ოპოზიციის კიდევ ერთ წევრს, მაქსიმ ზნაკს, ბრალი ექსტრემიზმსა და ძალაუფლების უკანონოდ ხელში ჩაგდების მცდელობაში წაუყენეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ზნაკს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.