28 ნოემბერი 2024,   08:47
ვრცლად
სუფთა ვარ ყველანაირად - კახა კალაძემ ნარკოტესტი ჩააბარა

კახა კალაძემ ნარკოტესტი ჩააბარა. "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის გათვალისწინებით იგივე მოუწოდა კონკურენტებს.

მისი განმარტებით, პარლამენტის დეპუტატობის კანდიდატებს ნარკოლოგიური ცნობის წარმოდგენას კანონმდებლობა ავალდებულებს, შესაბამისად, გაუგებარია, თუ რატომ არ ეხება ეს მერობის კანდიდატებსაც.

"ანალიზები ჩავიტარე, როგორც ამაზე რამდენიმე დღის წინ გავაკეთე განცხადება. ეს არის ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია. პასუხებიც ცნობილია, სუფთა ვარ ყველანაირად. შესაბამისად, სუფთა არჩევნები და სუფთა ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ჩემთვისა და ჩემი თანაგუნდელებისთვის. ასევე მოვუწოდებ ყველა კანდიდატს, გააკეთოს ანალოგიური და საზოგადოებას წარუდგინოს შედეგები.

მე მინდა ასევე მივმართო სამხარაულის ეროვნულ ბიუროს, რომ მათ აქვთ უფლება მონაცემები გაასაჯაროვონ," - აღნიშნა კახა კალაძემ.

ნარკოლოგიური ექსპერტიზის სამმართველოს უფროსის, გური მენაბდიშვილის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო სამსახურში მისაღებ კანდიდატებს ევალებათ 5 ნარკოტიკულ საშუალებაზე - მორფინის ჯგუფზე, მარიხუანაზე, ამფეტამინზე, მეთადონზე და ბუპრენორფინიზე შემოწმება, თუმცა მისივე თქმით, კახა კალაძის ინიციატივით ამ 5 ჯგუფს დაემატა 3 ჯგუფი - კოკაინი, მეტამფეტამინი და ე.წ. ექსტაზი.

დღის ამბები