28 ნოემბერი 2024,   08:48
ვრცლად
რუსთავის "ოცნების" მერობის კანდიდატის გეგმა რუსთავის თითოეული უბნის პრობლემის აღმოფხვრას მოიცავს

კონსულტანტობიდან დაწყებული საქმე და მიღწეული მიზანი. ნინო ლაცაბიძის პოლიტიკური გზა დიდი არ არის, თუმცა მრავალფეროვანია. რუსთავის მერობის კანდიდატი პროფესიით დიპლომატია. ადგილობრივი თვითმმართველობის კუთხით, კვალიფიკაციის ასამაღლებლად სწავლას აგრძელებს და დოქტორის ხარისხის მისაღებად ემზადება. სწავლის პარალელურად ყველაზე საპასუხისმგებლო - წინასაარჩევნო კამპანიაშია ჩართული.

"ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი ამბობს, რომ გეგმა რუსთავის თითოეული უბნის პრობლემის აღმოფხვრას მოიცავს.

მთავარი, რასაც ნინო ლაცაბიძე რუსთავის მოსახლეობას ჰპირდება ხალხთან მეტი სიახლოვეა. ამბობს, რომ არ უჭირს დღემდე მოუგვარებელი პრობლემების აღიარებაც. კონკურენტად არა რომელიმე სხვა კანდიდატს, არამედ ქალაქის გამოწვევებს ასახელებს.

მერე იყო საკრებულო და ახალი გამოწვევები - ნინო ლაცაბიძე, როგორც ისნის მაჟორიტარი.

და ბოლოს საკანონმდებლო ორგანო - დეპუტატი ნინო ლაცაბიძე პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარ დეპუტატად ერთი წელი მუშაობდა. სწორედ ეს იყო გადამწყვეტი, კენჭი ეყარა რუსთავის მერად.

ახლა უკვე რუსთაველების თანადგომის იმედი აქვს. მათთან შეხვედრებს ყოველდღიურად აგრძელებს. ნინო ლაცაბიძეს შემოდგომის პოლიტიკურ მარათონამდე და ამომრჩევლების გულის მოსაგებად სულ უფრო ცოტა დრო რჩება.

დღის ამბები