28 ნოემბერი 2024,   08:30
ვრცლად
კახეთში რთველი დაიწყო - წელს კახეთში 300 ათას ტონამდე ყურძნის მოსავალს ელოდებიან

კახეთში რთველი დაიწყო - პროცესში, რომელიც რეგიონში ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად ითვლება ადგილობრივები არიან ჩართული. როგორც წესი რთველი პირველად სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში იწყება. ყურძნის მოსავლის აღება უახლოეს დღეებში სხვა ქალაქებშიც დაიწყება. წელს კახეთში 300 ათას ტონამდე ყურძნის მოსავალს ელოდებიან.

ნათია გურაშვილი პირველია, ვინც საკუთარ 1 ჰექტარ ვენახში ყურძნის კრეფა დაიწყო და იმედი აქვს, რომ წელს ჰექტარზე 10 ტონა მოსავალს აიღებს.

აზერბაიჯანთან საზღვრისპირა სოფლებში ძირითადად რქაწითელის და საფერავის ჯიშის ვენახებია გაშენებული. ადგილობრივები ფიქრობენ, რომ მოსავლის რეალიზების პრობლემა არ ექნებათ. მევენახებიის თქმით, ერთი კილოგრამი ყურძნის ღირებულება მათთვის მისაღებია და იმედი აქვთ, რომ შემოსავალი გაწეულ ხარჯებს აანაზღაურებს.

იმას, რომ რთველი აქტიურ ფაზაშია შესული, ღვინის საწარმოებთან მევენახებიის რიგიც ადასტურებს. წელს ქარხნები სახელმწიფო სუბსიდირების ჩათვლით 1 კილოგრამ თეთრ ყურძენს 90 თეთრად იბარებს. კახური ტრადიციული მეღვინეობის მენეჯერი ამბობს, რომ საწარმოში პანდემიის გამო ყველა პროცედურა რეგულაციების სრული დაცვით მიმდინარეობს.

პარალელურად, სტიქიის შედეგად დაზიანებული ყურძნის დაბინავების პროცესი რეგიონში შეუფერხებლად მიმდინარეობს. ამ დროისთვის გადამუშავებულია 13 ათას ტონამდე დაზიანებული მოსავალი. დასეტყვილი ყურძნის რეალიზაციით მევენახეებმა 12 მლნ ლარი შემოსავალი მიიღეს.

დღის ამბები