28 ნოემბერი 2024,   08:46
ვრცლად
მფრინავებმა ტექნიკური ხარვეზის მიუხედავად თვითმფრინავის დასმა უსაფრთხოდ შეძლეს - თბილისი-ვენის რეისის ყველა მგზავრი უსაფრთხოდ არის

თბილისი-ვენის რეისის შესრულება ტექნიკური პრობლემის გამო ვერ მოხერხდა.

როგორც "აირზენას" დირექტორმა რომან ბოკერიამ განმარტა, თვითმფრინავის წინასწარი დათვალიერება წესის მიხედვით აფრენამდე განხორციელდა, მაგრამ დაფიქსირებული ტექნიკური ხარვეზი ისეთი ხასიათის იყო, რომელსაც თვითმფრინავის აფრენამდე ვერ შეამჩნევდნენ.

მფრინავების გადაწყვეტილებით, დაახლოებით 2 საათის განმავლობაში თბილისის თავზე დაფრინავდნენ, ვიდრე საწვავის მარაგი არ ამოიწურა. ტექნიკური პრობლემა ამ დროისთვის აღმოფხვრილია.

თვითმფრინავის უსაფრთხოდ დასმა მფრინავებმა თეიმურაზ თოლომაშვილმა და გიორგი გიუნაშვილმა შეძლეს. 

ბორტზე 180 მგზავრი იმყოფებოდა. 

თბილისი-ვენის რეისი რამდენიმე საათში იგივე თვითმფრინავით შესრულდება, შეიცვლება მფრინავიც, ამჯერად რეისს ვალტიან ჩხენკელი შეასრულებს.

თუმცა, არსებული ინფორმაციით, ვენაში გაფრენას მგზავრებიდან ყველა აღარ აპირებს.

 

დღის ამბები