28 ნოემბერი 2024,   08:34
ვრცლად
ხაზარაძე არის სააკაშვილის ხარისხიანი მევახშე პარტნიორი - ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამბროლაურში მერობის კანდიდატი წარადგინა. 

პრემიერის განცხადებით, "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე მიხეილ სააკაშვილის ხარისხიანი მევახშე პარტნიორია და ბიზნეს დატერორების დავალებების უბადლო შემსრულებელი.

"ხაზარაძე მე მინდა მოსახლეობას ვუთხრა, რომ არის სააკაშვილის ხარისხიანი მევახშე პარტნიორი. კაცი, რომელიც წლების განმავლობაში იყო სააკაშვილის ბიზნეს დატერორების დავალებების უბადლო, ხარისხიანი შემსრულებელი.

ახლა შედარებისთვის, მოსახლეობას რომ ავუხსნათ ვინ არის ხაზარაძე კიდევ ერთხელ. მევახშე კაცი, რომელმაც მიიღო 3%. მას რომ 3%-ად გაეცა სესხები და კრედიტები, დიდი ალბათობით ჰქონდა შანსი, რომ 3-ჯერ 3% აეღო, ანუ 9%, ან მინიმუმ 3-ჯერ 10%, შეიძლება მაქსიმუმ 30% აეღო.

მეორე, შედარებისთვის მოსახლეობას რომ ვუთხრათ, ხაზარაძე ედრება ადამიანს, ვინც 3 მილიარდი დოლარი თავისი ფული მოიტანა, დახარჯა ჩვენს ქვეყანაში, ბიძინა ივანიშვილს.

ხაზარაძემ 3 მილიონი დოლარი დახარჯა ანაკლიის საუკუნის პროექტში, როგორც თავად ეძახის. 4 წელი მთავრობა ელოდა, ვერ განახორციელა, ჩააგდო პროექტი, ფული ვერ მოიტანა, 3 მილიონი დოლარი დახარჯა.

დღეს რა გააკეთა ხაზარაძემ? რადგანაც ვერ შეძლო ამ პროექტის განხორციელება, წავიდა და დღეს სასამართლოში უჩივის, ვის? მთავრობას კი არა, სახელმწიფოს და ჩვენს ხალხს, ედავება მილიარდ დოლარზე მეტს, ეს არის თქვენი ხაზარაძე," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

დღის ამბები